"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე ვახტანგ გომელაურის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"რეჟიმის პირობებში ასე ხდება: ჯერ გაქვს ძალაუფლება; განუზომელი ფულის მოხვეჭა შეგიძლია; გემორჩილება რამდენიმე ათასი ადამიანი; ძალადობ ხალხზე და პასუხს არავინ გთხოვს; დაგასანქცირებენ, მაგრამ ივანიშვილი გენერლობას ძვალივით გადმოგიგდებს; შემდეგ, რეჟიმი სხვა მცოცავებს იპოვის, პოლიტიკურ სანაგვეზე მოგისვრის და, ბოლოს დაკითხვებზე გატარებს სხვებზე ან საკუთარ თავზე ჩვენების მისაცემად" - წერს დეკანოიძე.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, დღეს 17:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივა.ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გენერალურ პროკურატურაში გადაამოწმა,სადაც აღნიშნული დაუდასტურეს.
ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.