ავტორი:

მორიგი საკადრო ცვლილება შსს-ში - სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

მორიგი საკადრო ცვლილება შსს-ში - სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა. გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: