ავტორი:

"გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა" - ბოკუჩავა

"გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა" - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის.

  • აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას.

"გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა“,- აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს. ის 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.