ტრაგედია დატრიალდა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ბმს”-ში გადაიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი" - ჰყვებიან თვითმხილველები.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.