ავტორი:

ისრაელში ირანის იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები და დაკარგულები - პარალელურად გრძელდება ისრაელის შეტევა: რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში (ფოტოები)

ისრაელში ირანის  იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები და დაკარგულები - პარალელურად გრძელდება ისრაელის შეტევა: რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში (ფოტოები)

ისრაელში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ირანის მიერ გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას ბათ-იამში ემსხვერპლა. ამჟამად, დაახლოებით 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ამასთან, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტამრაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ფოტოები ისრაელიდან:

\

  • პარალელურად, გრძელდებოდა ისრაელის შეტევა ირანზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს.

მათივე ცნობით, სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც ირანის რეჟიმი ბირთვულ არქივს მალავდა“.

ამასთან, ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობზე დარტყმები განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმები თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობებსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეზერვუარს მიაყენეს.