ავტორი:

"სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს" - თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

"სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს" - თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.

  • მოზარდის გარდაცვალების შესახებ წერს N142 საჯარო სკოლა.

"გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა - დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს.

ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას", - ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.