ავტორი:

ისრაელი ირანში იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია

ისრაელი ირანში იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ისრაელი "აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტსა და სამიზნეს დაარტყამს“. ირანი კი იმუქრება, რომ გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს.