ინგლისი სიმსივნის იმუნიზაციას იწყებს! პროგრამა 15 მიმართულების ონკოლოგიურ დაავადებას მოიცავს, მათ შორის, ყველაზე მაღალი სტატისტიკის - ძუძუს კიბოს, შარდის ბუშტისა და საყლაპავის ონკოლოგიურ დაავადებებს.
თანამედროვე ონკოლოგიაში წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის კლასიკური გაგებით ვაქცინა, რადგან ის არა დაავადების პრევენციისთვის, არამედ უკვე დაავადებული ონკოპაციენტებისთვის კეთდება.
ექიმები არაერთ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ამ დროისთვის უნივერსალური მედიკამენტის ან ვაქცინის პერსპექტივა, რომელიც ყველა სახის სიმსივნურ დაავადებას განკურნავს ან უმკურნალებს არ არსებობს. ყველაზე ეფექტურ მკურნალობად კი კვლავ რჩება იმუნოთერაპია.
დამოუკიდებელი და უნივერსალური ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა მეცნიერება და მედიცინა ამ მიმართულებით მუშაობას არ წყვეტს, განაგრძობს წინსვლას და იძლევა იმედს, რომ, კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მომაკვდინებელი დაავადების მსგავსად, კიბოც დამარცხებულად გამოცხადდება.
წყარო: რუსთავი 2