ავტორი:

5 დაღუპული და 90-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები ისრაელიდან: დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა

5 დაღუპული და 90-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები ისრაელიდან: დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა

ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის, “მაგენ დავიდ ადომის” ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, დაშავდა სულ მცირე 92.

საგანგებო სიტუაციების სასახურში აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით თეირანში „ყუდსის ძალების“ სამეთაურო ცენტრებს შეუტიეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, აღნიშნულ სამეთაურო ცენტრებს „ყუდსის ძალები“ ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის მარიონეტების მეშვეობით ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად იყენებდა.

ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.

წყარო

იხილეთ ასევე: