სამწუხაროდ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვობასთან შედარებით, დღეს გაცილებით ნაკლებ ციცინათელას ვხედავთ.
National Geographic-ის ცნობით, ამ საკითხს მიუძღვნა თავისი დისერტაცია ციცინათელების მკვლევარმა რაფაელ დე კოკმა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კვლევას სამეცნიერო ღირებულება აქვს, რადგან ციცინათელების სახეობები მთელ მსოფლიოში მცირდება.
ციცინათელები მომხიბვლელი მწერებია, რომლებიც ზაფხულის ღამეებს თავიანთი ბიოლუმინესცენტური კაშკაშით ანათებენ. ისინი მიეკუთვნებიან Lampyridae-ს ოჯახს, რომელიც მოიცავს 2000-ზე მეტ სახეობას, უმეტესობა მათგანი სინათლეს ასხივებს.
ეს რბილი სხეულის მქონე ხოჭოები ცნობილი როგორც ციცინათელები. ისინი ძირითადად შებინდებისას, პარტნიორების მოსაზიდად ანათებენ.
ციცინათელები ადამიანებს ოდითგანვე ხიბლავდნენ. მათი არსებობა სხვადასხვა კულტურაში მრავალფეროვანი პირობების სიმბოლოდ აღიქმებოდა.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ შესაძლოა ჩვენ ბოლო თაობა ვიყოთ, რომელიც მათ მომაჯადოებელ ბრწყინვალებას იხილავს.
ციცინათელები ხშირად გვხვდება ზომიერ და ტროპიკულ კლიმატურ პირობებში და ძირითადად ისეთ ნოტიო გარემოში ცხოვრობენ, როგორიცაა ჭაობები და ნესტიანი ტყეები. ეს ტერიტორიები მათი ლარვების განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს. ისინი სიცოცხლის დიდ ნაწილს ნიადაგში ან ფოთლების ნარჩენების ქვეშ ატარებენ.
ურბანიზაციამ, სოფლის მეურნეობის გაფართოებამ და ტყეების გაჩეხამ ჰაბიტატების განადგურება გამოიწვია, რაც ციცინათელების პოპულაციების გამრავლებას სულ უფრო ართულებს.
მწერებს შეჯვარებისთვის მათი ბუნებრივი ბიოლუმინესცენცია სჭირდებათ, ხოლო ქუჩის განათებები, ბილბორდები და სინათლის სხვა ხელოვნური წყაროები, ციცინათელებს ერთმანეთის სინათლის დანახვაში ხელს უშლის და გამრავლება ვერ ხდება.
კიდევ ერთი ფაქტორია პესტიციდები, რომელიც სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენება. ეს ქიმიკატები არა მხოლოდ პირდაპირ კლავს ციცინათელებს, არამედ ამცირებენ მათი საკვების პოპულაციებს.
გარდა ამისა, პესტიციდებს შეუძლიათ წყლის მარაგების დაბინძურება, რაც კიდევ უფრო აზიანებს მყიფე ეკოსისტემებს.