ავტორი:

ისრაელი აცხადებს, რომ თეირანის საჰაერო სივრცეზე "სრული ოპერატიული კონტროლი" დაამყარა: რა ხდება ირანის დედაქალაქში? - "თეირანი არასდროს ყოფილა ასეთი ცარიელი და ჩუმი... მხოლოდ აფეთქების ხმა ისმის..."

ისრაელი აცხადებს, რომ თეირანის საჰაერო სივრცეზე "სრული ოპერატიული კონტროლი" დაამყარა: რა ხდება ირანის დედაქალაქში? - "თეირანი არასდროს ყოფილა ასეთი ცარიელი და ჩუმი... მხოლოდ აფეთქების ხმა ისმის..."

2025 წლის 16 ივნისს ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თეირანის საჰაერო სივრცეზე "სრული ოპერატიული კონტროლი" დაამყარა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა ღამით განხორციელებულ მორიგი საჰაერო იერიშები ირანის ტერიტორიაზე, რაც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღამით სერიოზული დარტყმები მიაყენეს ობიექტებს დასავლეთ ირანში, მათ შორის ილამის პროვინციაში.

ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებული მედია, "თასნიმი“ და "ფარსი“ იუწყებიან, დრონების ჩამოგდებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, მათ შორის წერენ, ერთ-ერთი საავადმყოფოს დაბომბვაზეც.

ირანის საპასუხო დარტყმები და უსაფრთხოების გარღვევა ისრაელში

ამავე ღამით ირანმა მრავალრიცხოვანი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, რომელთაგან ნაწილმა მოახერხა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, "რკინის გუმბათის“ გარღვევა. თავდასხმების შედეგად, პარასკევიდან მოყოლებული, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

• რა ხდება თეირანში?

ირანის დედაქალაქიდან ინფორმაცია საკმაოდ რთულად, ნაწილ-ნაწილ ვრცელდება.

შიში, გაურკვევლობა და ინფორმაციული იზოლაცია - თეირანში არსებულ ვითარებას ასე აღწერენ ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებთანაც საერთაშორისო ჟურნალისტები გარე საკომუნიკაციო არხებით უკავშირდებიან. მოსახლეობა ლაპარაკობს ღამის აფეთქებების სიხშირეზე, ცარიელ ქუჩებზე და მასობრივ მიგრაციაზე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრებისკენ, მათ შორის თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით.

ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რომ უკვე ორი დღეა ბინიდან არ გასულა - მას ეშინია მოხუცი დედის მარტო დატოვების. ელექტროენერგიის და ინტერნეტის პერიოდული გათიშვა კიდევ უფრო ზრდის იზოლაციის შეგრძნებას: "ფანჯარა გარე სამყაროსკენ მთლიანად იკეტება,“ - ამბობს ის.

ჩრდილოეთ თეირანში მცხოვრებლებმა წყლის და საკვების მარაგები გააკეთეს და შიშობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა სრულად შეწყდეს. ბევრი ამბობს, რომ "თეირანი არასდროს ყოფილა ასეთი ცარიელი და ჩუმი... მხოლოდ აფეთქების ხმა ისმის..."

"თეირანში მცხოვრები ირანელები, რომლებთანაც ვესაუბრე, შოკში არიან. ისინი ამბობენ, რომ მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნაწილი უკვე გაიქცა - ისინი ავტომობილებით გაემგზავრნენ თურქეთისა და სომხეთის საზღვრებისკენ.

🚨BREAKING: People are fleeing Tehran — something the Islamic regime never imagined, even in nightmares.

The people’s departure from the city signals the end of the regime’s power. pic.twitter.com/8ytdwuB2h0
— Robin 🇮🇱 (@Robiiin_Hoodx) June 15, 2025

"ძალიან, ძალიან ბევრი აფეთქებაა თეირანის ყველა უბანში. ალაჰ, ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება", - მეუბნება ქალი", - ჰყვება BBC-ის ჟურნალისტი.

დასავლური წამყვანი მედიების ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ირანში საქმიანობა, რის გამოც ინფორმაციის მოძიება ძირითადად ირანული მედიისა და ადგილობრივი მოქალაქეების მონათხრობზეა დამოკიდებული. ამან გაზარდა დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეც, რაც სტრატეგიული რისკების კომპლექსურობას ამძაფრებს.

ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაცია ორი ქვეყნის შორის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ღია დაპირისპირებას წარმოადგენს. ეს კონფლიქტი უკვე სცდება "ჩვეულებრივ" პროქსი-საშტატო დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურას.