ავტორი:

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა - რა ხდება ცნობილი?

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა - რა ხდება ცნობილი?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ამის შესახებ იუწყება ირანული სააგენტო Mizan Online.

ისმაილ ფიქრი, რომელიც ირანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.

ის ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ის "მოსადის" მიერ მიჩენილი პირისთვის ცდილობდა ისეთი მონაცემების გადაცემას, როგორიცაა საიდუმლო ობიექტების ადგილმდებარეობა, კონკრეტული პირების და ოპერატიული დავალებების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

საქმის მასალების თანახმად, ფიქრიმ ისრაელის სპეცსამსახურებისგან საფასურის მისაღებად, 2022 წლის ივლისში კრიპტოვალუტის საფულე გახსნა.

საიდან და როდის მოხდა მისი გადაბირება ან მოახერხა თუ არა მან ინფორმაციის ფაქტობრივი გადაცემა ისრაელისათვის, ოფიციალურ დოკუმენტებში არ კონკრეტდება.