ავტორი:

მოსკოვი-ბათუმის რეისზე Азимут-ის თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა - რა დეტალები ხდება ცნობილი შემთხვევის შესახებ

მოსკოვი-ბათუმის რეისზე Азимут-ის თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა - რა დეტალები ხდება ცნობილი შემთხვევის შესახებ

15 ივნისს მოსკოვიდან ბათუმისკენ მიმავალ Азимут-ის თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა. ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

"თვითმფრინავი ვნუკოვოდან ბათუმში მიფრინავდა, თუმცა აფრენისას ძრავს ხუფი მოსძვრა, რის შემდეგაც თვითმფრინავი კვლავ ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა", - წერს ტელეგრამ არხი "112"

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ. ძრავის ხუფის ფრაგმენტები ასაფრენ ბილიკზე იპოვეს.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="aviatorshina/6434" data-width="100%"></script>

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.