ავტორი:

თავდასხმა პირდაპირ ეთერში - ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერი იყო (ვიდეო)

თავდასხმა პირდაპირ ეთერში - ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერი იყო (ვიდეო)

ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმა მიაყენა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას მაშინ, როცა პირდაპირი ეთერი იყო და აფეთქების კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცა.

  • ირანულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია რომ ირანის სახელმწიფო მედია ისრაელის თავდასხმის სამიზნე იყო.

თავდასხმა თეირანის დროით 18:34 საათზე მოხდა, პირდაპირ ეთერში კი ჩანდა, როგორ ეცემოდა სტუდიაში ნამსხვრევები. ამ დროისთვის პირდაპირი ეთერი აღდგენილია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="ukraina_novosti/94858" data-width="100%"></script>

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე დარტყმის განზრახვის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმაც გაავრცელა.

"ირანული პროპაგანდის ინსტრუმენტი გაქრობის პირასაა. ახლომდებარე ადგილებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო“, - განაცხადა ისრაელ კაცმა