ავტორი:

"ირანი ამ ომს ვერ იგებს - მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ" - დონალდ ტრამპი

"ირანი ამ ომს ვერ იგებს - მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ" - დონალდ ტრამპი

ირანი ამ ომს ვერ იგებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, "დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს და მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, სანამ გვიანი არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს საომარი მოქმედებების დეესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები სურს.

"დიახ, მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.