რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა 14 და დაშავდა 44 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.
მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.