ფერეიდნელი ილია ფანიაშვილი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მამა საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ფერეიდნიდან სამშობლოში სხვა ოჯახებთან ერთად ჩამოვიდნენ და ქართული გვარი, ფანიაშვილი დაიბრუნეს. ილიას მამამ საქართველოში დაამთავრა სკოლა, მაგრამ ოთხმოცდაათიანებში ირანში დაბრუნდა, იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, დაქორწინდნენ, 2003 წელს კი უფროს ვაჟთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ. ილია ფანიაშვილი აქ დაიბადა, შეიძლება ითქვას, პირველი ფერეიდნელია, რომელიც საქართველოში დაიბადა...19 წლის - ილია ფანიაშვილი"ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში-ს" სტუდენტია. იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა ირანში, ფერეიდანში, მაგრამ ამჯერად ჩასვლის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.
ილია ფანიაშვილი ირანის შესახებ გვესაუბრება...
- დღევანდელი ისლამური რეჟიმი არ წარმოადგენს ირანელ ერს, მის კულტურას, ტრადიციებს და სულისკვეთებას. შარიათის კანონები არასდროს ყოფილა ირანული ტრადიცია, ის ისლამური კოლონიზაციის შედეგია, რომელიც იწირავს ბევრ მშვიდობისმყოფელ ირანელს. ირანის რეჟიმმა იმაზე ბევრად ბევრად მეტი შეიწირა, ვიდრე ისრაელის თავდასხმებმა ამ დღეებში. ხალხს სრული უნდობლობა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა ირანელს მოსწონს თუ არა ევროპა, ისრაელი თუ აშშ, მას ისლამური რეჟიმი აუცილებლად რაღაც დონეზე სძულს. მაგალითად, ნოვრუზი არის სუფთა ირანული ტრადიცია, რომლის დამცირებას ცდილობს ეს რეჟიმი. რომ შევადაროთ, წარმოიდგინეთ ქართულმა ხელისუფლებამ აუკრძალოს ქართველებს ლომისობა, რადგან “პირველყოფილობაა” და ქრისტიანული ტრადიცია არაა. ისლამური რეჟიმი არის კოლონიალისტური, მას ფესვები გადგმული ჰქონდა ლიბანში და იემენში, იყენებდა ირანელი ერის კუთვნილს ფონდებს რათა დაეფინანსებინა ტერორისტული მოძრაობები. ის რაც მსოფლიოში ცნობილია - ირანული რეპუტაცია: მაქსიმალიზმი, კულტურა, სტუმართმოყვარეობა და პოეზია - გაანადგურა ამ რეჟიმმა.

- ირანში თუ ჩახვალთ, რა საფრთხე გემუქრებათ?
- იქ ყველას უშვებენ ტერორისტულ ჯარში, სადაც გაჰყვირიან სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მათ ბევრი მტერი ჰყავთ, მაგალითად ჩინეთი, მაგრამ გინახავთ მათმა ჯარმა სიკვდილი უსურვოს აშშ-ს? ეს არის ზუსტად ისლამური ფაშიზმი, რომელიც შიიტურმა დაჯგუფებებმა აიტაცა - ჰეზბოლა და ჰუთიები... არ მსურს ვიყო იმ სისტემის ნაწილი, რომელიც სხვა ერის სიკვდილს იღებს მიზნად. იმის მაგივრად რომ თავიანთი ქვეყანა დაიცვან და ამაზე კონცენტრირდნენ, ომებს იწყებენ და ტერორიზმს აღვივებენ. ისეთი ირანი მსურს, სადაც ცაზე ლომის დროშა იფრიალებს. დემოკრატიული, კონსტიტუციური მონარქია, სადაც რეზა ფაჰლავი იქნება ლიდერი. ირანი სადაც ქალები ივლიან ისე როგორც სურთ, თავშლით ან მის გარეშე. სადაც პოლიცია არა რეპრესიებს არამედ ხალხის დასაცავად დადის ქუჩაში. ირანის ჯარი, რომელსაც თავდაცვის შესაძლებლობა აქვს და რომელიც არ მისცემს არც ერთ ქვეყანას მიიღოს უპირატესობა. დღეს ბევრი ირანელი ეწირება ისრაელის თავდასხმებს. რეჟიმის მონაცემებს არ ვენდობი, მაგრამ მათი თქმით 200-ზე მეტი უკვე დაიღუპა.

თუ ეს მართლაც ასეა, მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება ისლამურ რეჟიმს. ამდენი წლების განმავლობაში ვერ შექმნეს თავდაცვა, რომელსაც შეეძლო ერთი ისრაელური თვითმფრინავი ჩამოეგდო. პარალიზებული არ იქნებოდა თავდაცვა, ტერორისტების მაგივრად თანხა ამაში რომ ჩაედოთ. ისინი არიან დამნაშავეები იმაშიც რომ, "ცახალის" ბრძანებებს არ ავრცელებენ, არ უფრთხილდებიან ხალხს, პირიქით "ჰამასის" მაგვარად მუშაობენ და ფარად იყენებენ ირანელ ხალხს. აქამდე სახელმწიფო ტელევიზიას არ გაუვრცელებია "ცახალის" არც ერი მოწოდება ირანელებისთვის, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. ყველას არ აქვს ირანში ინტერნეტთან წვდომა რომ ოპოზიციური ონლაინ მედიიდან გაიგონ ბრძანება. თუნდაც როგორც ისრაელმა შეძლო ორ დღეში თეირანის ცის სრულიად გაკონტროლება და თავდაცვის პარალიზება. ისეთი ნდობის დაბრუნება, რომ ირანელებს ღალატი აღარ უწევდეთ.

როგორ ფიქრობთ, ისრაელმა როგორ შეძლო დრონების ბაზა შეექმნა ირანის შუაგულში? იმით რომ არ სურს ამ ხალხს ფაშისტური რეჟიმი. რა თქმა უნდა, აქაც და იქაც. ძალიან საშიშია მათი სახელების თქმა. ირანულ ოპოზიციურ არხებზე ყოველდღიურობით ვრცელდება ვიდეოები, სადაც ხალხი კორპუსებიდან, მანქანებიდან მოუწოდებს - "სიკვდილი რეჟიმს". მხოლოდ ისრაელი აღმოჩნდა დღესდღეობით ის ქვეყანა, რომელიც გოლიათის წინააღმდეგ წავიდა. დღეს კი ტახტის მემკვიდრე რეზა შაჰს მოუწოდებენ: პრინცო, ირანელი ერი მზად არის მითითებებისთვის! ირანელი ხალხი იმდენად ენდობა "ცახალს", რომ მშვიდად დადიან ქუჩაში და მიჰყვებიან "ცახალის" ბრძანებებს, რომ დატოვონ ზოგიერთი ტერიტორია. ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიებები კიდე მიმდინარეობს..
- თქვენ ირანულ არხებს თვალს ადევნებთ და რა სურათია იქ?
- ირანულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს გუშინ ჩააწყვეტინეს საბოლოოდ ხმა. "შაბაქე იექ" პირველი არხი, რომელიც წამლავდა, სიძულვილით და პროპაგანდით ახრჩობდა ხალხს. ეს არხი დღეს აღარ იარსებებს. მე მხოლოდ ოპოზიციურ არხებს - მანოთოს და ირან ინთერნეიშენალს ვუყურებ - სადაც ხალხის თვალით დანახული ომი ჩანს, თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები აქვთ და მათი ნარატივიც არის თავისუფლება. ეს ინტერნეტ მედიებია, სატელევიზიო არხები კი ყველა საზ.მაუს. დაქვემდებარებაშია.
ჩანს როგორ უჭერს ხალხი არამედ რეჟიმს, პირიქით ჩვენს მეფეს. რეზა შაჰის ყველა განცხადებას ესენი ავრცელებენ და ისინი არიან პასუხისმგებლები მიაწოდონ ირანელ ერს "ცახალის" ბრძანებები. ისინიღა დარჩნენ ერთადერთ ძალად, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება.