ავტორი:

რუსების სიმხეცის მორიგი მაგალითი: უკრაინელი ტყვის უმძიმესი ფოტოები - გიგანტური ჭრილობა და მუცელზე ამოტვიფრული ფრაზა “დიდება რუსეთს“

რუსების სიმხეცის მორიგი მაგალითი: უკრაინელი ტყვის უმძიმესი ფოტოები - გიგანტური ჭრილობა და მუცელზე ამოტვიფრული ფრაზა “დიდება რუსეთს“

მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის პროცესი დაიწყო, ინტერნეტში გამოჩნდა გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო ტყვეს საზარელი ფოტო, რომლის სხეულზეც ოკუპანტებმა ამოტვიფრეს წარწერა „დიდება რუსეთს“.

გარდა წარწერისა, მამაკაცს მთელი მუცლის გასწვრივ აღენიშნება გაკერილი ჭრილობა.

ცნობილია, რომ დაზარალებული ტყვეობაში 15 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

კოორდინაციის შტაბის უფროსის მოადგილემ ანდრეი იუსოვმა ფოტოს ავთენტურობა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის დაბრუნებული დამცველის გასინჯვის დროს ექიმმა გადაიღო, რომელიც ნანახმა შეძრა.

„სამწუხაროდ, ეს ნამდვილი ფოტოა. ის ერთ-ერთი წინა გაცვლიდანაა. ერთ-ერთ რეგიონულ ცენტრში, სადაც ბიჭები რეაბილიტაციას გადიან. ექიმმა უბრალოდ ვერ აიტანა, გადაუღო ფოტო და ინტერნეტში განათავსა. ეს იმის დასტურია, თუ რას განიცდიან ჩვენი დამცველები ტყვეობაში“, - თქვა მან.

ტყვეს უკრაინელი დერმატოლოგი ალექსანდრე თურქევიჩი მკურნალობს, რომელმაც უკვე დაიწყო სპეციალური პროცედურები წარწერის გასაქრობად.

იხილეთ ასევე: