ავტორი:

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათი პასუხები BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათი პასუხები BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ლიდერობას არ თმობს. ახალგაზრდები, რომლებსაც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა სურთ, სწორედ აღნიშნულ პროგრამას ირჩევენ. პროგრამა მათთვისაა, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, კოდინგი, მონაცემთა ანალიზი, სურს შექმნას საკუთარი სტარტაპი ან დასაქმდეს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ის კონტაქტებია, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პერიოდში შეიძენენ და სამომავლოდ, ადგილობრივად თუ საერთაშორისოდ დასაქმებაში დაეხმარება.

BTU-ის IT მიმართულება საქართველოში ლიდერია კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისითაც. პროგრამა სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და კურსდამთავრებულებს წარმატებით დასაქმების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. ის გამოირჩევა პრაქტიკული მიდგომით, ინტენსიურად გამოიყენება პროექტზე დაფუძნებული სწავლება. სტუდენტებს წვდომა აქვთ ინოვაციურ ლაბორატორიებზე, სტარტაპ ინკუბატორებზე და საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებზე, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათი ცოდნის ხარისხსა და პროფესიულ მზაობას.

განსაკუთრებული პოპულარობიდან გამომდინარე აბიტურიენტებს პროგრამის შესახებ ბევრი კითხვა უჩნდებათ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების საშუალებით მის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გთავაზობთ.

რა არის პროგრამის ღირებულება?

პროგრამის წლიური გადასახადი 2950 ლარია.

მოქმედებს თუ არა სახელმწიფოს გრანტი?

BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა აკრედიტებულია, შესაბამისად სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაგიფინანსდებათ.

შემიძლია თუ არა ვისარგებლო გაცვლითი პროგრამებით?

საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში ისწავლონ, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და პორტუგალიაში.

აქვს თუ არა BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტს ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა?

BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წლის ევროპის პარტნიორ, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გატარებით, BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე საერთაშორისო დიპლომი მოიპოვონ.

რა საგნებს ვისწავლი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში?

საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე ისწავლება ვებ პროგრამირება, მობილური აპლიკაციები, კომპიუტერის არქიტექტურა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლების საწყისები, UX და UI დიზაინი, IT სერვისების მართვა, კომპიუტერის სისტემური პროგრამები ა.შ.

მექნება თუ არა წვდომა ლაბორატორიებზე პრაქტიკული სწავლებისთვის?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში არაერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. მათ შორისაა: ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, ბლოკჩეინ ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და სხვა.

რამდენწლიანია BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა?

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ როგორც 3-წლიან, ისე 4-წლიან სასწავლო პროგრამაზე.

შემიძლია თუ არა შევისწავლო მეორე პროფესია?

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საინფორმაციო ტექნოლოგიების პარალელურად შეისწავლონ მეორადი პროფესია, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი, მენეჯმენტი, ფინანსები, ციფრული მარკეტინგი ან ფსიქოლოგია.

როგორ ვიპოვო აბიტურიენტის ცნობარში BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა?

ცნობარში BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის კოდია: 1950104

R