ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარდგნენ, მათგან ასპარეზობას მაისურაძე აგრძელებს.
მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული:
"მოგეცათ ბექაურზე სალაპარაკო?! ისე, სანამ ბექაურზე ილაპარაკებთ, იქნება ერთი - ორი ჩემპიონატი მოგეგოთ, ან ოლიმპიადა ორჯერ.. ზედიზედ.. მერე ვისაც თქვენი აზრი არ მოსწონებოდა, იმის ყოფაც ვატირე..... "ლამბორჯინის" ბრალია რომ იყიდა... ან კიდევ, ილაპარაკეთ! იმდენი ილაპარაკეთ, რომ მეტი სტიმული მიეცეს თქვენს გასაჩუმებლად" - წერს ჭინჭარაული.
ნახეთ ასევე: