ვეთანხმებით დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის "დიდი რვიანიდან“ გარიცხვა შეცდომა იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, "დიდმა შვიდეულმა“ რუსეთისთვის "პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა და უსარგებლო გახდა“.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, "დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ "დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო.
"ადრე "დიდი შვიდეული“ "დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.