ავტორი:

რუსული სახელმწიფო კომპანიის "როსსეტის” ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა - ის სანქცირებული პირია

რუსული სახელმწიფო კომპანიის "როსსეტის” ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა - ის სანქცირებული პირია

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს.

  • განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი რიუმინის მეთაურობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

“შედგა შეხვედრა ქვეყნის უდიდესი ენერგოკომპანია “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობასთან, რომლის კაპიტალში 50%-იან წილებს ფლობენ “როსსეტი” და საქართველოს მთავრობა. განიხილებოდა ელექტროქსელების სანდოობის საკითხები, მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. ასევე, შეჯამებულ იქნა 2024 წლის სამრეწველო და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები…

ასევე, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელზეც განიხილებოდა მოდერნიზაციასთან და ელექტრო-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, - ნათქვამია რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტის” განცხადებაში.

ცნობისთვის, რიუმინი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის მიერ.