ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის ლიკვიდაციას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ - მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, - წერს ტრამპი.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: "უპირობო დანებება!"