ავტორი:

ხაშურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ხაშურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი მხედველობადაქვეითებული იყო.

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.