ავტორი:

გია ფერაძის რუსეთში მცხოვრები ვაჟი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?  - "შეყვარებულები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ, სტუმრები კი ცრემლებს ვერ იკავებდნენ"

გია ფერაძის რუსეთში მცხოვრები ვაჟი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?  - "შეყვარებულები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ, სტუმრები კი ცრემლებს ვერ იკავებდნენ"

ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის "მის მსოფლიო 2013" - ის გამარჯვებული ქსენია ბეზუგლოვა მსახიობ გიორგი ფერაძეზე დაქორწინდა. როგორც ირკვევა, ფერაძისა და ბეზუგლოვას ქორწილში რუსულმა ბომონდმა გვარიანად მოილხინა.

ეს დღე სიურპრიზი აღმოჩნდა სტუმრებისთვის, რადგან წყვილმა ისინი თავდაპირველად ქსენიას დაბადების დღეზე დაპატიჟეს - იუბილარი 42 წლის გახდა. დღესასწაულზე გაირკვა, რომ ქსენიამ და 40 წლის გიორგიმ იმავე დღეს გადაწყვიტეს დაქორწინებაც.

  • ქორწილის დეტალები

ზეიმი ქალაქგარეთ გაიმართა, სადაც ლამაზი კარავი იყო გაშლილი. პატარძალს მაქმანებიანი კაბა ეცვა, თავზე კი ფატა ეკეთა. სიძემ ღია ფერის კოსტიუმი და ქუდი აირჩია. "შეყვარებულები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ, სტუმრები კი ცრემლებს ვერ იკავებდნენ", - წერს რუსული მედია.

  • წყვილის ისტორია

გიორგი ფერაძე და ქსენია ბეზუგლოვა ორი წელია ერთად არიან. მსახიობთან შეხვედრამდე, ბეზუგლოვა 15 წელი იყო დაქორწინებული ბიზნესმენ ალექსეი ბეზუგლოვზე. მას ამ ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. 2023 წელს წყვილი განქორწინდა.

ქსენია ცნობილი გახდა თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით. 2008 წელს ბეზუგლოვა, ორსულობისას, ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შემდეგაც ვეღარ გაიარა. ექიმების აკრძალვების მიუხედავად, ქსენიამ ქალიშვილი გააჩინა. ავარიამდე ის სარეკლამო საქმიანობით იყო დაკავებული, შემდეგ კი შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაერთო.

ქსენია არის რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სოციალურ სფეროში მეურვეობის საკითხთა საბჭოს წევრი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული შშმ საქმეთა კომისიის წევრი. ხშირად გამოდის სპიკერის ამპლუაში.

ფერაძემ ბეზუგლოვას 2024 წელს სთხოვა ხელი. წყვილი არაერთხელ გამოჩნდა ერთად სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე.

"ვიცოდი, რომ ვიპოვიდი… მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ სიყვარულს და ასეთ გოგონას შევხვდებოდი", - თქვა ქორწილში გიორგიმ.

  • მამის ასლი

გიორგი ფერაძე, ცნობილი ქართველი მსახიობის გია ფერაძის მეოთხე შვილია. გიას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სოფიკო ჰყავს. მეორე ქორწინებაში ვაჟი ბიძინა ფერაძე, მესამე ქორწინებიდან კი მარიკუნა მიქატაძე დაიბადა. მეოთხე შვილის არსებობის შესახებ, როგორც Ambebi.ge-ს მსახიობის ძმამ ილიკო ფერაძემ მოუყვა, გია ფერაძის დაპატიმრების შემდეგ გაიგეს.

„პატარა გიას დედამ გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

"ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი", - ჰყვებოდა ილიკო ფერაძე.

წაიკითხეთ ასევე: