"შეიძლება კი, შეიძლება არა, არავინ არ იცის, რას ვიზამ", - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.
“შეიძლება კი, შეიძლება არ არა, არავინ არ იცის რას ვიზამ.
შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ,” - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.
“40 წელია ისინი ამბობენ “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონს. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, რას ეტყოდა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, რომელმაც განაცხადა, რომ ირანი არ დანებდება.
"მას ვეტყოდი, წარმატებებს გისურვებთ", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.