საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აფასებს. შესაბამისი პოსტი სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ძველი საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ეს კი მთელ მსოფლიოში მრავალ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.
ეს ახალი რეალობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის და ძირს უთხრის მსოფლიო ეკონომიკას.
ჩინეთი უკვე გახდა ამ ახალი სამყაროს ნაწილი და მომდევნო თვეებში გაცილებით აქტიური გახდება. შეერთებულ შტატებს თავისი პოზიციის გადახედვა მოუწევს. მას უმოქმედოდ დარჩენა არ შეუძლია მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიემართება.