ავტორი:

გიორგი გველესიანი მიმართვას აქვეყნებს

გიორგი გველესიანი მიმართვას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი, რომელიც წლების განმავლობაში ირანში, სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, ისრაელისა და ირანის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მიმართავს აქვეყნებს.

"ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში გულწრფელად მინდა თქვენ გვერდით ყოფნა. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და პატივისცემით სავსე მოგონებები მაკავშირებს. არ მინდა პოლიტიკური ტერმინებით საუბარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა მხრიდან, უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის კეთილდღეობაა.

მთელი გულით ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებას და გამძლეობას.

უღრმესი პატივისცემითა და სოლიდარობით, გიორგი გველესიანი“, - წერს ფეხბურთელი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ სთორიში.