27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მას 2023 წელს დაუდასტურდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). დიაგნოზის მიღებისთანავე ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა: საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიების შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნა სტამბოლის Florence Nightingale Hospital-ში, სადაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
სამწუხაროდ, მთელი ძალისხმევის მიუხედავად, დაავადებამ რეციდივი განიცადა – ამჯერად განსაკუთრებით აგრესიული ფორმით. მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის სრულად ამოწურულია ყველა დაფინანსების წყარო – სახელმწიფო, საერთაშორისო, ოჯახური და სამეგობროს ძალებით მობილიზებული თანხები და რესურსები.
პირველ ეტაპზე ანალიზებისთვის საჭიროა 20000 $, მკურნალობის კურსი კი 200000$ ჯდება გთხოვთ, დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე