ავტორი:

გორში, ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

გორში, ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.