ავტორი:

ტრაგედია აჭარაში - ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

ტრაგედია აჭარაში - ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა წუხელ აჭარაში. ქობულეთი ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

  • არსებული ინფორმაციით, დედა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე პირი - კლინიკაში მიყვანის შემდეგ.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.