დღეს დილის საათებში, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. შედეგად, ირანულმა რაკეტებმა მძიმე ზიანი მიაყენა ოთხ ობიექტს ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელში, მათ შორის სოროკას საავადმყოფოს. დაზიანდა ქალაქ თელ-ავივის ცენტრი, სადაც დასახლებული პუნქტია.
ისრაელის სამხედრო ძალების თქმით კი, ისინი თეირანში სამხედრო ობიექტებს დაესხნენ თავს.
ვითარებას ამწვავებს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მუქარა. მან მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ ირანი არ დანებდება და აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა "გამოუსწორებელ ზიანს“ გამოიწვევს.
Times of Israel-ის ცნობით, ირანული რაკეტები თელ-ავივშ, რამათ-განში, ჰოლონსა და ბეერ-შებაში ჩავარდა. მედია ასევე იუწყება ბეერ-შებას საავადმყოფოზე პირდაპირი დარტყმის და დაშავებულების შესახებ.
საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთლიანობაში, ბოლო დარტყმების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა. 3 ადამიანი - 80 წლის მამაკაცი და ორი 70 წელს გადაცილებული ქალი მძიმე მდგომარეობაშია.
ქალაქებში ისმოდა საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები. მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდებოდა ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.
მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნილყვნენ.
ინტერნეტში ვრცელდება კადრები თელ-ავივის ცენტრიდან, სადაც განადგურებულია დასახლებული ზონა და ბიზნეს-ცენტრი.
არის ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო “ხორამშაჰრ-4“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანმა პირველად 2017 წელს გამოცადა.
რაკეტის მოქმედების რადიუსი 2000 კმ-მდეა, ხოლო ქობინის წონა 1500 კგ-ს შეადგენს.
NetBlocks-ი კი ავრცელებს მონაცემებს, რომელშიც ჩანს, რომ ირანმა ინტერნეტი თავის ტერიტორიაზე თითქმის მთლიანად დაბლოკა.
ბირთვული ობიექტი თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 250 კილომეტრშია (155 მილი).
IRIB-ის განცხადებით, ობიექტზე ორი ჭურვი ადგილობრივი დროით, დილის 6 საათზე ჩააგდეს. ირანის მტკიცებით, ობიექტი სერიოზულად არ დაზიანებულა და რადიაციაც არ გავრცელებულა.
როგორც ირკვევამ, დაბომბილი ობიექტი შეიცავდა თანამედროვე აღჭურვილობას, რომელიც ხელს შეუწყობდა ირანის ბირთვული პროგრამის დაჩქარებას.
იხილეთ ასევე: