საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო.
პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.