ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
"ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე:+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7+972 3 609 3206" - ნათქვამია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: