ავტორი:

"გოგოს ყური ჰქონდა მოჭრილი..." - გორში, ქმარმა ცოლი დაჭრა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"გოგოს ყური ჰქონდა მოჭრილი..." - გორში, ქმარმა ცოლი დაჭრა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. საზარელი შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.

ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ქალი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ადგილობრივების თქმით, ქალს ქმრის მიერ მიყენებული, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის თავის არეში.

ადგილზე მომუშავე რეპორტიორი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს ყური ჰქონდა მოჭრილი.

“როგორც ადგილზე გვეუბნებიან, ახალგაზრდა გოგოს ჰქონდა ყური მოჭრილი. ფაქტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. მეზობლებმა გაიგეს ხმაური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია მივიდა. როგორც გვეუბნებიან, იყო ბევრი სისხლი“, - აცხადებს ჟურნალისტი.

  • სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ქმარიც. მას სავარაუდოდ მას შემდეგ დააკავებენ, როდესაც კლინიკას დატოვებს.

“მე რომ მივედი, უკვე მიჰყავდათ დაჭრილი. შიგნით რა მოხდა არ ვიცი. ახალი გადმოსული ცოლ-ქმარი იყო...

გავიგე დაჭრაო, მეტი არაფერი ვიცი. ადგილზე პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოვიდნენ,“ - აცხადებენ მეზობლები.

იხილეთ ასევე: