ავტორი:

"ის ფსიქიატრმა გასინჯა...“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ანტვერპენში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული?

"ის ფსიქიატრმა გასინჯა...“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ანტვერპენში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული?

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ავტობუსის მგზავრებზე სასტიკი თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მედია წერს თავდამსხმელი საქართველოს 38 წლის მოქალაქეა, რომელიც დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. თავდასხმის შედეგად მოკლულია 76 წლის მამაკაცი, ერთი ადამიანი კი დაჭრილია.

მედიის ცნობითვე, დაკავებულს სახელად სიმონი ჰქვია, გვარი ჯერ არ გასაჯაროებულა. ადვოკატის, ჯული დე ჩაფოის განცხადებით, მამაკაცი ბრალდებულია ანრი მ.-ს მკვლელობასა და ნასერ ტურკის მკვლელობის მცდელობაში.

როგორც ირკვევა მან მანამდე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდა, მაგრამ არ დაუკავებიათ.

“ეჭვმიტანილს, ანტვერპენში მისამართი არ აქვს, მას დაკითხვის დროს ქართველი თარჯიმანი ეხმარებოდა. მამაკაცმა გუშინ ღამით პოლიციას განუცხადა, რომ ნიდერლანდებში იმყოფებოდა, როგორც ქართველი ლტოლვილი, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენია. მოსამართლემ მამაკაცის დაპატიმრების ორდერი გასცა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ის პარასკევს სასამართლო საბჭოს პალატის წინაშე წარდგება", - წერს ადგილობრივი მედია.

ადვოკატის თქმით, დაკავებული პოლიციასთან თანამშრომლობს.

“დაკავების შემდეგ, ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის - ის ფსიქიატრმა გასინჯა“, - ამბობს ანტვერპენის პროკურატურის პრესსპიკერი სე ლიინი.

ბრალდებულის ადვოკატი მომხდარის დეტალებს ჰყვება:

“ორშაბათს შუადღისას, დაახლოებით ორის ნახევარზე, პოლიციამ მიიღო სასწრაფო ზარი ანტვერპენის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი დანით დაჭრის შესახებ (მანამდე პოლიციამ უკვე მიიღო რამდენიმე შეტყობინება ავტობუსში საეჭვო ქცევის შესახებ, შესაბამისად, ეკიპაჟი უკვე გზაში იყო).

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 38 წლის ქართული წარმოშობის მამაკაცმა ლუი პოლ ბუნსტრაატისა და ერნესტ კლესტრაატის გზაჯვარედინზე ავტობუსში 76 წლის მამაკაცი დაჭრა. მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილმა ავტობუსში დანით დაჭრა 63 წლის მგზავრიც, რომელიც ჩხუბში ჩარევას ცდილობდა და მუხლი დაიზიანა. ინციდენტის შემდეგ ავტობუსის მძღოლი შოკში იყო. ის და დაჭრილიც ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აცხადებს ჯული დე შაფერო.

მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, 36-ე ავტობუსის ხაზის მძღოლები სამშაბათს არ იმოძრავებენ. ეს დაადასტურა დე ლიინმა.

“მძღოლები ჯერ კიდევ შოკირებულები არიან დანით მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის გამო", - განაცხადა მან.

წყარო

იხილეთ ასევე: