სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა, რადგან იქ დამზადებულ შაურმაში სალმონელა აღმოჩნდა. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში "სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).
ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები , რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება.