აჭარაში ორდღიანი ფესტივალი - "ზაფხული იწყება აქ“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებების გამართვა.
სხვადასხვა მუსიკოსის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს.
„ფესტივალი ორდღიანია და საინტერესო პროგრამითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით დატვირთული იქნება, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს ქალაქში.ზაფხულის ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ მთავარი მიზანია ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა“, - უთითებს სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საჭიროებაში.
საერთო ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილ ჯგუფებსა და მუსიკოსებს 143 ათას ლარზე მეტს გადაუხდიან. ჯამში ფესტივალზე 11 მუსიკალური ბენდი იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ჯგუფი „ურსას“ მომსახურება დაჯდება, ყველაზე ცოტას კი Dj Bene-ს გადაუხდიან.
უფრო კონკრეტულად, ფესტივალზე იმღერებენ შემდეგი მუსიკოსები და ჯგუფები: