ავტორი:

თბილისში ერთ საპარკინგე სივრცეზე 60-მდე ავტომობილი მოდის

თბილისში ერთ საპარკინგე სივრცეზე 60-მდე ავტომობილი მოდის

"ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება“. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.

"თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი,“ - აღნიშნა ტყემალაძემ.

  • ერთ საპარკინგე ადგილზე 60-მდე ავტომობილი მოდის

უფრო კონკრეტულად, პრეზენტაციის თანახმად, 2021-2025 წლებში დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე დაემატა 8 293 საპარკინგე ადგილი, ხოლო ჯამში, ქალაქის მასშტაბით, 12 980 საპარკინგე ადგილია განსაზღვრული. გააგრძელეთ კითხვა