ავტორი:

კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებულია - რა დაემართა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს და როგორია მისი მდგომარეობა

კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებულია - რა დაემართა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს და როგორია მისი მდგომარეობა

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

  • როგორც რომანო წერს, საავადმყოფოში ფეხბურთელის გადაყვანის მიზეზი მწვავე გასტროენტერიტია.

"კილიან მბაპე მწვავე გასტროენტერიტის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შემოწმებას გაივლის და მკურნალობის კურსი ჩაუტარდება.

ინფორმაციას მადრიდის "რეალიც" ოფიციალურად ადასტურებს", - წერს რომანო.