ავტორი:

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა - დამწვარია ავტომობილები, დაზიანებულია სახლები

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა - დამწვარია ავტომობილები, დაზიანებულია სახლები

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი.

რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების გარეთ დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, სამხრეთ ისრაელში, ბეერ-შევასა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.