სერიულ მოძალადეს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში 10 ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი 28 წლის ჟენჰაო ზოუს ლონდონის სამეფო სასამართლომ გამოუტანა. ზოუ დამნაშავედ ცნეს გაუპატიურების, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და სხვა დანაშაულებში. მათ შორის არის ექსტრემალური პორნოგრაფიული სურათების ფლობა და კონტროლირებადი ნარკოტიკული საშუალების ფლობა სექსუალური დანაშაულის ჩადენის განზრახვით.
პროკურორების თქმით, მისი მსხვერპლთა უმეტესობა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, „გონდაკარგული და დაუცველი“ იყო.
პოლიციის თქმით, ის მსხვერპლებს ნივთებსაც ართმევდა. მაგალითად, სამკაულებსა და ტანსაცმელს. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის ცნობით, ზოუ ძალადობას მობილურით ან ფარული კამერების გამოყენებით იღებდა.
ზოუ ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის დოქტორანტი იყო. ის 2024 წლის იანვარში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიციას მიმართა.