ავტორი:

თურქული სერიალების ვარსკვლავს ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკური ძალადობისთვის პატიმრობა შეეფარდა

თურქული სერიალების ვარსკვლავს  ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკური ძალადობისთვის პატიმრობა შეეფარდა

"დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავს, ოზან გიუვენს, შეყვარებულის ცემისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • გამოცემა Hürriyet-ის ინფორმაციით, 2020 წელს ოზან გიუვენის ყოფილმა შეყვარებულმა, დენიზ ბულუთსუზმა, ის ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მან ასევე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი ჩანდა.

მსახიობმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პირველი სწორედ დენიზი დაესხა თავს. გიუვენი ასევე ამტკიცებდა, რომ დენიზმა დაზიანებები თავად მიიყენა, რადგან დაშორებამ გაანაწყენა. მან საპასუხო სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ დენიზი თავდასხმასა და ცილისწამებაში დამნაშავედ ეცნოთ, ასევე მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

საბოლოოდ, სასამართლომ დენიზ ბულუთსუზის მხარე დაიჭირა. 50 წლის ოზან გიუვენი დამნაშავედ ცნეს მოწმეთა ჩვენებებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგების შესწავლის შემდეგ.

მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ყველა საპასუხო სარჩელი უარყვეს. აღსანიშნავია, რომ პროკურორები მსახიობისთვის 13-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.

გიუვენი არ არის "დიდებული საუკუნის“ პირველი მსახიობი, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა. 55 წლის მსახიობმა ჰალიტ ერგენჩს, რომელიც სულთან სულეიმანის როლით არის ცნობილი, წელიწადი და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ცრუ ჩვენების მიცემისთვის თურქულ შოუბიზნესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სკანდალურ საქმეზე, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოზან გიუვენი სტამბოლის მიმარ სინანის უნივერსიტეტის ეროვნული კონსერვატორიის თანამედროვე ცეკვის ფაკულტეტზე სწავლობდა. ის ეკრანზე პირველად 1998 წელს გამოჩნდა. თურქან დერიასთან ქორწინებაში ვაჟი შეეძინა. 2010 წელს წყვილი განქორწინდა.

მოგვიანებით, გიუვენი სერიალ "დიდებული საუკუნის“ კოლეგას, მერიემ უზერლის ხვდებოდა: მათი ურთიერთობა ერთი წელი გაგრძელდა და 2015 წელს ისინი დაშორდნენ.

წაიკითხეთ ასევე: