ავტორი:

ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ათობით სტუმარს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება - ფოტოები დიდ ბრიტანეთში გამართული დოღიდან, რომელსაც ლელა მებურიშვილიც ესწრებოდა

ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ათობით სტუმარს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება - ფოტოები დიდ ბრიტანეთში გამართული დოღიდან, რომელსაც ლელა მებურიშვილიც ესწრებოდა

დიდ ბრიტანეთში სამეფო დოღის ტრადიციას არ უღალატეს და მიუხედავად ბრიტანეთისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურისა, წელსაც გაიმართა.

ბერკშირში ტემპერატურამ 32 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბევრისთვის რთულად ასატანი აღმოჩნდა.

ცხელი ამინდის მიუხედავად, ასობით სტუმარი შეიკრიბა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი სახეები და სხვა თვალისმომჭრელად ჩაცმული სტუმრები, რომლებმაც ღონისძიება ნამდვილ მოდურ ზეიმად აქციეს.

  • სამეფო დოღს ესწრებოდა მსახიობი ლელა მებურიშვილიც, დიპლომატ მეუღლე ბაჩო საგანელიძესთან ერთად. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქართულ სიცხეს მიჩვეულმა წყვილმა, ამინდს მშვენივრად გაუძლო.

მამაკაცები ფრაკებში, ქალები ქუდებითა და ულამაზესი კაბებით - ეს ყველაფერი მზის მწველი სხივების ქვეშ. ბრიტანელებისთვის მსგავსი სიცხე უჩვეულოა, ერთ-ერთი სტუმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 40-ზე მეტ ადამიანს ადგილზე გაუწიეს დახმარება გადახურების ან სითხის დეფიციტის გამო.

დღის მთავარი გამარჯვებული ცხენი გახდა - შვიდი წლის Trawlerman-მა, რომელმაც მხედარ უილიამ ბუიკის მხედრობით ოქრო მოიპოვა. რბოლის დასრულების შემდეგ ბუიკს გამარჯვება პირადად მიულოცეს მეფემ და დედოფალმა.

ღონისძიებას არ აკლდა ვარსკვლავები - მათ შორის იყო მოდელი ჯერი ჰალი, რომელიც დოღზე შვილისა და რძლის თანხლებით მივიდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მსგავსი სიცხე დიდ ბრიტანეთში მინიმუმ ოთხი დღე გაგრძელდება. ტემპერატურამ შესაძლოა 34 გრადუსს გადააჭარბოს, რაც ივნისის თვისთვის თითქმის რეკორდული მაჩვენებელია - დიდ ბრიტანეთში ასეთი სიცხე ბოლოს 2019 წლის ივნისში დაფიქსირდა.