ავტორი:

კიმ ჩენ ინმა ოფიციალური ფოტოებიდან ორი მაღალჩინოსანი წაშალა - ვარაუდობენ, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს

კიმ ჩენ ინმა ოფიციალური ფოტოებიდან ორი მაღალჩინოსანი წაშალა - ვარაუდობენ, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის მმართველმა, კიმ ჩენ ინმა რამდენიმე თვის წინანდელი ოფიციალური ფოტოებიდან საზღვაო ძალების უმაღლესი მეთაური და კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი წაშალა. ვარაუდობენ, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს.

NK News-ის ცნობით, ადმირალი კიმ მიონგ სილი და ჰონგ კილ ჰო, რომლებიც ჩონჯინის გემთსაშენი ქარხნის მმართველები არიან, ჩრდილოეთ კორეის ფოტო ჩანაწერიდან კიმის ბრძანებით წაშალეს. მიზეზი კი სამხედრო ხომალდის წარუმატებელი გაშვებაა - კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩონჯინის პორტში წყალში ჩაშვებისას საბრძოლო ხომალდი წონასწორობიდან გამოვიდა და ჩაიძირა.

ორი მაღალჩინოსანი თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მარცხენა მხარეს, კიმის მახლობლად იყო გამოსახული.

რედაქტირებულ ფოტოებზე ახლა შესამჩნევია ცარიელი ადგილი, სადაც ოდესღაც მიონგ სილი და კილ ჰო იდგნენ.

წყარო