აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნატანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.
"თითქოს აქ თავდასხმა არ მომხდარა. ერთადერთი, რაც ჩანს, ფორდოუს ატომური ობიექტის გარეთ, საპირისპირო მიმართულებით, მცირე კვამლია. ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს რამდენიმე სუსტი აფეთქების ხმა გაიგეს“, - წერს ირანული სააგენტო.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="Irna_ru/25646" data-width="100%"></script>