ავტორი:

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავდა 16 ადამიანი

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავდა 16 ადამიანი

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

დარტყმა დაფიქსირდა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფაშიც.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი.