ავტორი:

"გამდიდრებული ურანი ფორდოუდან აშშ-ის იერიშამდე გადაიტანეს" - რას აცხადებენ ირანელი ოფიციალური პირები

"გამდიდრებული ურანი ფორდოუდან აშშ-ის იერიშამდე გადაიტანეს" - რას აცხადებენ ირანელი ოფიციალური პირები

ირანული წყაროების ცნობით, მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი ფორდოუდან აშშ-ის იერიშამდე გადაიტანეს.

ამის შესახებ სააგენტო "როიტერსს" ირანის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს. ისინი ამბობენ, რომ თავდასხმამდე ურანის უმეტესი ნაწილი ამ ობიექტიდან გადატანილი იყო.

მათივე ცნობით, ფორდოუს მიწისქვეშა ობიექტზე პერსონალის რაოდენობაც მინიმუმამდე იყო შემცირებული.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.