France Football-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა და ევროპის ჩემპიონატი გაიხსენა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა გასულ წელს პორტუგალია დაამარცხეს და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.
"ჩემი უდიდესი ჯილდო მათი ბედნიერების ხილვაა. ფეხბურთელებს ვუტოვებ ამ ბედნიერებით ხალხთან ერთად დატკბობის შესაძლებლობას მე კი გასახდელში ვბრუნდები.
ეს ჩვენი ბოლო გამარჯვებაა ტურნირზე.
ვხედავ გამოფიტულ ფეხბურთელებს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ძალა აღარ დარჩათ, ძრავაში საწვავი აღარ არის. შემდეგ კი ესპანეთი (ტურნირის მომავალი გამარჯვებული) გველოდება მერვედფინალში (1:4). მე მხოლოდ ერთი ძირითადი გუნდი მყავს, სამი-ოთხი დამატებითი მოთამაშით. მაგრამ არ ვყოფილვარ უბედური იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დასრულდა
მას შემდეგ, საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია, რადგან ფულს არ მახდევინებენ.
როცა ამ ქვეყნისთვის მართლაც კარგს აკეთებ, ეს სამუდამოდ რჩება. ახლა კი ისინი იმ ფაზაში არიან, როცა ფიქრობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით. ოცნებებში შეზღუდვა არ არსებობს და ეს შესანიშნავია", - ამბობს ვილი სანიოლი.