ავტორი:

აფხაზეთში "ტურისტული პოლიცია" შექმნეს - დანაყოფმა პირველ ეტაპზე საცდელ რეჟიმში მუშაობა სოხუმში დაიწყო

აფხაზეთში "ტურისტული პოლიცია" შექმნეს - დანაყოფმა პირველ ეტაპზე საცდელ რეჟიმში მუშაობა სოხუმში დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, ტურისტული პოლიცია შექმნეს და საპილოტე რეჟიმში მუშაობა დაიწყეს.

"აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად უნდა არსებობდეს სპეციალიზებული დანაყოფი. გადავწყვიტეთ, რომ ასეთი დანაყოფი პოლიციის სკოლის ბაზაზე შეგვექმნა. ტურისტული პოლიცია იმსახურებს ისეთ ადგილებში სადაც დამსვენებლების დიდი რაოდენობაა. ამ ეტაპზე სოხუმი არის ის ქალაქი, სადაც ეს პროექტი უნდა გამოვცადოთ", - ამბობს აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, რობერტ კიუტი.

მისი თქმით, "ახალი დანაყოფი შეიქმნა კურორტულ ზონებში წესრიგის უზრუნველსაყოფად და ტურისტებისთვის საინფორმაციო დახმარების გასაწევად“.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/fqXbj3I8pII?si=_hpjP7LA2HMfLuqQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>